კონსულტაცია

SEO ოპტიმიზაცია

SEO ოპტიმიზაცია

თუ ციფრულ სამყაროსთან არც თუ ისე ახლო ურთიერთობა გაქვთ ალბათ  ეს სიტყვები არაფერს გეუბნებათ, თუმცა მათ შეუძლიათ თქვენ ბიზნესს წარმატება მოუტანოს, SEO ნიშნავს ვებ საიტის კონტენტის ოპტიმიზაციას საძიებო სისტემებისთვის როგორიც არის:

  • GOOGLE
  • BING
  • yahoo search
  • yandex

 მოდი  კონკრეტულ მაგალითზე განვიხილოთ seo _ს უპირატესობა,  წარმოიდგინეთ   გაქვთ  საქორწინო კაბების ონლაინ  მაღაზია, რომელსაც ჩატარებული აქვს seo ოპტიმიზაცია.  საქსტატის მონაცემებით საქართველოში 2019 წელს 23 285 წყვილი დაქორწინდა, რათქმაუნდა ამ რაოდენობიდან ყველა პატარძალი არ შეიმოსებოდა თეთრი კაბით ამიტომ ვივარაუდოთ  მხოლოდ 50%  , გამოდის 11 642 პოტენციური მომხმარებელი გყავდათ 1 წლის განმავლობაში. იმის გათვალისწინებით რომ ასევე საქსტატის მონაცემებით წყვილთა საშუალო ასაკი 29 წელია უნდა ვივარაუდოთ მათი 90% მაინც იქნება საძიებო სისტემების აქტიური მომხმარებელი შესაბამისად ისინი შესაფერის კაბას სწორედ ინტერნეტში შეარჩევდნენ , ვინაიდან თქვენ ვებ გვერდი SEO ოპტიმიზირებულია და საძიელო ველში ჩაწერის შემდგომ "საქორწინო კაბები" თქვენი ვებ გვერდი პირველ პოზიციაზე  იქნება განთავსებული, მათი დიდი ნაწილი   სწორედ თქვენს ოპტიმიზირებულ საიტს ეწვევა,

ოპტიმიზაციის ტიპები

SEO ოპტიმიზაცია იყოფა 2 ნაწილად ON-PAGE SEO და OF-PAGE SEO ,

საიტის ON-PAGE ოპტიმიზაცია გულისხმობს  საკვანძო სიტყვების სწორ განლაგებას საიტის კონტენტში , რათა საძიებო სისტემის ბოტებმა სწორად გაიგონ საიტის შინაარსი , 

OF-PAGE - SEO არის საიტის გარეთ არსებული რესურსები დაკავშირება თქვენს ვებ გვერდდთან , მაგალითისთვის როდესაც რომელიმე ონლაინ ჟურნალი ამბობს თქვენ კომპანიაზე რომ კარგი მომსახურება აქვს , ეგ უკვე დადებითი სიგნალია GOOGLE სთვის , რაც თავისთავად დარანკვისთვის დადებითი ფაქტორია