ბოლო განახლება : 2023 წლის 10 ნოემბერი
საიტების დამზადება შეიძლება იმაზე მარტივი პროცესი იყოს ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ
ალბათ იკითხავთ რატომ?
დროსთან ერთან ელვის სისწრაფით ვითარდება ტექნოლოგიები რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს ტექნიკური ცოდნის გარაშე დაამზადოს საკუთარი საიტი
მიუხედავად იმისა ტექნიკურად რა დონეზე იმყოფებით ჩემი გზამკვლევი დაგეხმარებათ საკუთარი ვებ საიტის შექმნაში
ჩვენ ასევე მიმოვიხილავთ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებსა და საუკეთესო პრაქტიკებს, რომლებსაც ადამიანები აწყდებიან საიტის შექმნის პროცესში
ნაბიჯი 1: შეარჩიეთ დომენის დასახელება
"თუ უკვე გაქვთ შერჩეული დომენი შეგიძლიათ პირდაპირ მეორე ნაბიჯზე გადახვიდეთ"
დომენის გარაშე თქვენი საიტების გახსნა შეუძლებელი იქნება , გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევები როდესაც ერთი ვებ საიტისთვის ერთი ip მისამართია გამოყოფილი ამ დროს შესაძლებელია საიტის გახსნა ip მისამართის მეშვეობით, ამაზე გზამკვლევის ქვემოთ მეოთხე ნაბიჯზე ვისაუბრებთ
.ge დომენის ღირებულება 1 წლის განმავლობაში არის 30 ₾ , ხოლო საერთაშორისო .com დომენის ღირებულება 10$ ფარგლებშია
დომენის შერჩევამდე მოგცემთ რამნიმე სასაერგებლო რჩევას
- თუ თქვენი მიზანია განავითაროთ ბრენდი , მაშინ საუკეთესო არჩევანია დომენის დასახელებაში იყოს ნახსენები თქვენი ბრენდული სახელი მაგ: CompName.ge
- თუ აწარმოებთ ბლოგს ან ხართ ინფლუენსერი საუკეთესო დასახელება იქნებოდა თავად თქვენი სახელი ან ზედმეტსახელი მაგ: MyName.ge
- შეეცადეთ შეარჩიოთ ისეთი დომენი რომელიც ახლოს არის თქვენი საიტის შინაარსთან
- მაქსიმალურად ეცადეთ დომენის დასახელება იყოს მარტივად დასამახსოვრებელი
როდესაც შეარჩევთ დომენის დასახელება , თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა გაფართოებები მაგ: (.ge, .com.ge, .org.ge, .edu.ge , .scool.ge)
დომენის გაფართოება უნდა შეირჩეს თქვენი კომპანიის პროფილის და საიტის ლოკალური აუდიტორიის შესაბამისად
უფრო ზუსტად?
მაგალითად თუ თქვენ გაქვთ სასწავლო დაწესებულება სასურველია თქვენი დომენის გაფართოება იყოს edu.ge ამ შემთხვევაში თქვენი დომენი ასოცირდება სასწავლო დაწესებულებასთან რაც ზრდის ნდობას
თუ თქვენი კომპანია არის საერთაშორისო ან საიტის შინაარსიდან გამომდინარე გათვლა გაქვთ საერთაშორისო ბაზარზე მაშინ უნდა შეარჩიოთ .com ან .org დომენი
თუ თქვენი ბიზნესი ან საიტი გსურთ ასოცირდებოდეს როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დასახელებასთან გირჩევთ .com.ge ან .org.ge დომენი დაარეგისტრიროთ
რომ შევაჯამოთ , თუ თქვენი საიტი ორიენტირებულია ლოკალურ აუდიტორიაზე ჩვენი რეკომენდაციაა გამოიყენოთ ,
შესაბამისი ქვეყნის გაფართოება მაგ: (co.uk, .tr, .az და ა.შ)
.ge დომენის დარეგისტრირებლად გირჩევთ რეგისტრატორს namespace.ge
ნაბიჯი 2: შეარჩიეთ საიტის დამზადების ტექნოლოგია
შემდეგი ნაბიჯი გახლავთ ტექნოლოგიის ან პლატფორმის შერჩევა რომლის გამოყენებითაც შექმნით საკუთარ საიტს
არსებობს უამრავი საშუალება რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დაამზადოთ ვებ საიტი , თუმცა სიფრთხილე გვმართებს ვინაიდან არასწორად შერჩეული ტექნოლოგია წარუმატებლობის მთავარი მიზეზი შეიძლება გახდეს
როდესაც ხდება ტექნოლოგიის ან პლატფორმის არასწორად შერჩევა იკარგება თქვენი დრო და ფინანსები , გარდა ამისა თუ დამზადებული საიტი რაღაც დონეზე გააპიარეთ მომხმარებელსაც ცუდ გამოცდილებას შეუქმნით, რაც დამატებით რეპუტაციულ ზარალსაც მოგაყენებთ
მიუხედავად იმისა რომ საშუალებებიც და ტექნოლოგიებიც უამრავია , თქვენ ძირითადად ორი არჩევანი გაქვთ დაამზადოთ საიტი მზა პლატფორმის გამოყენებით ან შექმნათ იგი ნოლიდან პროგრამირების ენების გამოყენებით,
მზა პლატფორმებზე შექმნილ საიტებს შეგვიძლია ვუწოდოთ ბიუჯეტური გამოსავალი, ასეთი მეთოდით საიტის შექმნას არ ჭირდება პროგრამული ენების სიღრმისეული ცოდნა, უფრო მეტიც მარტივი საინფორმაციო ტიპის საიტის შექმნა თავადაც შეგიძლიათ შესაბამის ინსტრუქციას ჩვენი გზამკლვლევის მეოთხე ნაბიჯში შემოგთავაზებთ, თუ შედარებით კომპლექსური საიტი გნებავთ არც მისი დამზადება არ მოითხოვს დიდ დროს და ენერგიას, ქართული ვებ დეველოპერული კომპანიების უმეტესობა სწორედ მზა ძრავებს იყინებს
ნოლიდან შექმნილი საიტები მომხმარებელს სულ სხვა გამოცდილებას სთავაზობენ, უნიკალური და მორგებული დიზაინი ჩატვირთვის დროის ოპტიმიზაცია არის ის რაც მომხმარებელს დადებითად განაწყობს თქვენი საიტის და შესაბამისად კომპანიის მიმართაც , მსგავსი სტრუქტურის საიტის შექმნა მოითხოვს კოდირების ცოდნას პროფესიონალურ დონეზე , თუ გადაწყვეტთ საკუთარი საიტის თავად დამზადებას მაშინ პროგრამირების შესწავლა მოგიწევთ
რა ღირს საიტის შექმნა?
თუ საკუთარი ძალებით გადაწყვეტთ საიტის შექმნას მაშინ თქვენი ხარჯი მხოლოდ დომენის და ჰოსტინგის მომსახურების იქნება
მზა ძრავზე არსებული საიტის დეველოპმენდი მისი ტიპიდან გამომდინარე 400 - 2500 ₾ ფარგლებში მერყეობს, თუ არ ხდება თემის დიზაინში ჩარევა ან არ იქმნება თქვენზე მორგებული ფლაგინი , მზა ძრავზე შექმნილ საიტში მოცემულ რეინჯზე მეტის გადახდას არ გირჩევთ
ნოლიდან დამზადებული საიტების ღირებულება 1200 ლარიდან იწყება და ზედა ზღვარი შესაძლოა რამდენიმე ასეული ათასი ლარიც იყოს, რეკომენდებულია რომ ამ შემთხვევაში გამოცდილ დეველოპერს ან კომპანიას მიმართოთ რადგად დეველოპმენდის პროცესი ბევრად უფრო რთული და ხანგრძლივია
ნაბიჯი 3: შეიმუშავეთ მარკეტინგული სტრატეგია
დომენის და ტექნოლოგიის შერჩევის შემდეგ საჭიროა შევიმუშაოთ სტრატეგია რომელის დაგვეხმარება საიტზე ვიზიტორების მოზიდვაში , არსებობს რამდენიმე განსხვავებული მოდელი
"უფასო"
საძიეობო სისტემების ოპტიმიზაცია ორიენტირებულია საიტზე ორგანული ტრეფეკის სტაბილურ მოზიდვაზე, მოითხოვს სეო სპეციალისტის ჩართულობას, შესაბამისი კონტენტის შექმნას და განთავსებას საიტზე, ხოლო სასურველი პოზიციების დაკავებას მინიმუმ რამდენიმე თვე ჭირდება
ფასიანი
სერვისები როგორის არის მაგალითად google ads და facebook ads საშუალებას გვაძლევს განვათავსოთ რეკლამა სოციალურ ქსელებში ან google და მის პარტნიორ საძიებო სისტემებში , აღნიშნული სტრატეგია მიზანშეწონილია მაშინ როდესაც გვჭირდება ჩვენი საიტიდან სწრაფი შემოსავლის ან ტრეფიკის დაგენერირება , აღსანიშნავია რომ რეკლამის განთავსება არ არის უფასო და მოგვიწევს თითეულ კლიკში ან რეკლამის ნახვაში გარკვეული თანხა გადავიხადოთ
ნაბიჯი 4: დაამზადეთ თქვენი საიტი
ჩვენ გთავაზობთ საიტის დამზადების 2 მარტივ უფასო მეთოდს, wordpress და wix პლატფორმების გამოყენებით
აღნიშნულ მეთოდებში აღწერილია ყველა ის ნაბიჯი რომლის მეშვეობით შეძლებთ შექმნათ საკუთარი მარტივი ვებ საიტი ყოველგვარი დახმარების გარაშე
როგორ დავამზადოთ ვებ გვერდი wordpress_ის გამოყენებით (აკეცვა)
როდესაც ვებ საიტის დამზადებას შევუდგებით პირველ რიგში საჭიროა შეხვიდეთ wordpress მთავარ ვებ გვერდზე (wordpress.com)
არსებობს მისი ძრავის გამოყენების და ინსტალაციის სხვა მეთოდებიც თუმცა ამის შესახებ ახლა არ ვისაუბრებთ
შემდეგი რაც გვჭირდება საიტზე რეგისტრაცია და ანგარიშის შექმნაა, ვაწვებით ღილაკს "Get Started"

რის შემდეგაც გადავმისამართდებით რეგისტრაციის გვერდზე, საიტზე არსებობს რეგისტრაციის 3 მეთოდი, ესენია :
- რეგისტრაცია ელ:ფოსტის გამოყენებით
- რეგისტრაცია google ანგარიშით
- რეგისტრაცია apple ანგარიშით

ავირჩევთ რეგისტრაციის სასურველ მეთოდს გადავდივართ დომენის არჩევის გვერდზე
თუ გვაქვს უკვე რეგისტრირებული დომენი ვაწვებით "Use a domain I own" ხოლო ჩვენ შემთხვევაში ვაკლიკებთ ღილაკს "Choose my domain later" ამ შემთხვევაში ჩვენი დომენის მისამართი იქნება საბდომეინი მაგალითად Mysite.wordpress.com

ამით საიტის შექმნის პროცესი დასკვნით ეტაპზეა, დომენის მითითების შემდეგ , სისტემა გადაგვამისამართებს ფასიანი პაკეტების გვერდზე , მაგრამ არ ინერვიულოთ მონიშნეთ ისრით ნაჩვენები პაკეტი , ხოლო ბილინგის ინფორმაციას ნუ შეავსებთ

შემდეგ გადავინაცვლებთ wordpress სამართავ პანელში საიდანაც შევძლებთ ჩვენი საიტის ვიზუალის და ტექსტების შეცვლას მარტივი ედიტორის მეშვეობით
ახლა შეგვიძლია ჩვენი ვებ გვერდის კონტენტი შევავსოთ გადავდივართ სისტემის მიერ შექმნის დომენზე

საიტზე გადასვლის შემდეგ შეგხვდებათ საიტის რედაქტირების ღილაკი ნუ იღელვებთ , ეს მხოლოდ თქვენთვის არის ხილული , ვაწვებით ღილაკს Edit Page

უკვე ყველაფერი ჩვენ ხელშია, რედაქტირების გვერდიდან შეგვიძლია შევცვალოთ საიტზე არსებული ტექსტები , გავაფორმოთ მულტიმედიური ელემენტებით ასევე შევცვალოთ მათი განლაგება
ცვლილებების შეტანის შემდეგ ვაწვებით ღილაკს Switch to draft

ახლა საჭიროა ჩვენი ცვლილებების გამოქვეყნება , ვაჭერთ ღილაკს Publish

გილოცავთ ახლა უკვე საკუთარი ხელით შექმნილი საიტი გაქვთ!
როგორ დავამზადოთ ვებ გვერდი wix_ის გამოყენებით (ჩამოშლა)
wix ერთ-ერთი პოპულარული პლატფორმაა სადაც შეგვიძლია უფასოდ შევქმნათ ჩვენთვის სასურველი ვებ საიტი
ამისათვის სულ 15 მარტივი მოქმედების შესრულებაა საჭირო
პირველ რიგში შევდივართ ვებ გვერდე Wix.com
ვაწვებით ღილაკს "Get Started" ამის შემდეგ გადავდივართ რეგისტრაციის გვერდზე

wix პლატფორმაზე რეგისტრაციის რამდენიმე ვარიანტი გვაქვს
ესენია:
- რეგისტრიცია google ანგარიშით
- რეგისტრიცია facebool ანგარიშით
- რეგისტრიცია ელ:ფოსტით გამოყენებით
ვირჩევთ სასურველ მეთოდს და გავდივართ რეგისატრაციას

შემდეგ ნაბიჯში სისტემა გვეკითხება ჩვენთვის ვქმნით ვებ საიტს თუ დამკვეთისთვის
ვაწვებით ღილაკს "Get Started"

ახლა დროა ჩვენი wix ვებ საიტის შექმნის პროცესი დავიწყოთ
ამ ნაბიჯში ვუთითებთ ჩვენ ვებ გვერდის ტიპს
(აღსანიშნავია რომ მოცემული ნაბიჯების გამოტოვება და შემდგომ რედაქტირება შესაძლებელია)
ვუთითებთ საიტის დასახელებას (შეგიძლიათ გამოტოვოთ)

ვუთითებთ ჩვენ ვებ გვერდის მიზანს
მაგალითად თუ ვქმნით ხელნაკეთ ნივთებს და ვყიდით, მაშინ სასურველია მივუთითოთ "Sell Products", მაგრამ თუ თქვენი მიზანი არის სერვისების შეთავაზება საიტის ვიზიტორებისთვის მაშინ შესაბამისი კატეგორიის მითითება დაგჭირდებათ "offer services"
თუ თქვენი ვებ გვერდი რამდენიმე მიზანს ემსახურება შეგიძლიათ რამდენიმე ველიც მონიშნოთ

შემდეგ ეტაპზე wix გვთავაზობთ ჩვენი საიტისთვის რეკომენდებულ მზა ფუნქციონალს, როგირიც არის მაგალითად ჩათის მოდული, უკუკავშირის ფორმა და სხვა, სურვილის მიხედვით შეგვიძლია მისი ჩაშენება

ამით პირველადი კონფიგურაცია დასრულდა , ვაწვებით ღიკალს "Go To Dashboard", რის შემდეგაც გადავმისამართდებით სამართავ პანელში

ახლა უკვე შეგვიძლია საიტის კონტენდი შევავსეოთ
ვაწვებით ღილაკს "Costumize Site"

შემდეგ ნაბიჯზე ვუთითებთ საიტის ლოგოს, დასახელებას და ძირითად საკონტაქტო ინფორმაციას

ვირჩევთ ჩვენი ვებ გვერდის დიზაინის სტრუქტურას
გირჩევთ რომ მაქსიმალურად სადა და მარტივი სტილი შეარჩიოთ

შემდეგ ნაბიჯზე ვირჩევთ ვებ საიტის მთავარი გვერდის დიზაინს

შეგვიძლია დავამატოთ ჩვენ საიტზე კონტაქტის და "ჩვენ შესახებ" გვერდი

გილოცავთ , საიტის დამზადების პროცესი წარმატებით დასრულდა , ახლა შეგიძლიათ ნახოთ, თქვენს მიერ შექმნილი ვებ გვერდი , ან დააჭიროთ ღილაკს "Go To Editor" და მოახდინოთ მისი ვიზუალის შეცვლა

ჩვენი საიტი საბოლოდო ასე გამოიყურება

რომ შევაჯამოთ , შესაძლოა ჩვენს მიერ შექმნილი საიტი განსაკუთრებული ფუნქციონალით და დიზაინით , არ გამოირჩევა მაგრამ როდესაც ბიუჯეტი შეზღუდული გვაქვს საკმაოდ მარტივი და სწრაფი გამოსავალია
როდესაც დაასრულებთ საიტის საბაზისო კონფიგურაციას, კარგი იქნება ჩვენ ვებ გვერდს თუ მეტად ინფორმაციულს გავხდით დავამატოთ მასში რაც შეიძლება მეტი კონტენტი , რათქმაუნდა გონივრული რაოდენობით , გადატვირთული საიტის შიგთავსი უარყოფითად მოქმედებს საიტის ჩატვირთვის დროზე, ასევე ასეთი საიტის მოხმარება მომხმარებლისთვის უფრო დამღლელია
დაამატეთ რამდენიმე აუცილებელი გვერდი მაგალითად როგორიც არის:
- ჩვენ შესახებ
- სერვისები (არსებობის შემთხვევაში)
- კონტაქტის გვერდი
- უკან დაბრუნების პოლიტიკა (თუ ონლაინ გაყიდვებს აწარმოებთ)
- გალერეა

გილოცავ! შენ უკვე შექმენი ვებ საიტი საკუთარი ხელით
დამეთანხმებით ეს არც ისე რთულია, თუ დაგაინტერესათ ვებ საიტის შექმნის პროცესმა და გაქვთ სურვული გაიღრმავო ცოდნა დეველოპმენდის მიმართლებით , შემდეგი ნაბიჯი იქნება პროგრამული ენების შესწავლა , მათი გამოყენებით შენ შეგეძლება სრულიად საკუთარ მოთხოვნებზე მორგებული ვებ გვერდების შექმნა
რა არის Spa (Single Page Applications) ?
მიმოხილვები
ვებ პროგრამირების კურსი Web4you სგან
აკადემია
პროფესია ვებ-პროგრამისტი
აკადემია
როგორი უნდა იყოს ვებ-გვერდის დიზაინი
დიზაინი